ხალხის აზრით
როგორ უნდა აირიდონ თავიდან COVID 19 რისკ-ჯგუფის ადამიანებმა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. COVID 19-ის შემთხვევები დაფიქსირდა ახალციხეშიც. მედიკოსების ინფორმაციით, ინფექცია განსაკუთრებით საშიშია რისკჯგუფში შემავალი ადამიანებისთვის.
როგორ უნდა დაიცვან თავი მოხუცებმა, ბავშვებმა და ქრონიკული დაავადების მქონე პირებმა COVID 19-ისგან?
ამ თემაზე ახალციხეში გამოკითხული მოსახლეობის ნაწილი ფიქრობს, რომ ადამიანების ამ კატეგორიამ განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოიჩინოს სხვა პირებთან კონტაქტისას, მაქსიმალურად ეცადოს თავი შეიკავოს ხალხმრავალ ადგილებში ყოფნისგან და დაიცვას სახელმწიფოს მიერ შედგენილი ყველა რეგულაცია.
მოსახლეობის ნაწილს ვირუსთან ბრძოლის ეფექტურ გზად, კვლავ ხალხური ანტივირუსული საშუალებების მიღება მიაჩნია. ისინი უპირატესობას არაყსა და ნიორს ანიჭებენ.
ზოგიერთი ადგილობრივი პანდემიას სკეპტიკურად უყურებს და აცხადებს, რომ კორონავირუსი არ არსებობს და ის ჩვეულებრივი გრიპია. შესაბამისად, მათ განსაკუთრებული ნორმების დაცვა საჭიროდ არ მიაჩნიათ.




| Print |