ხალხის აზრით
რა კითხვები აქვს ახალციხის მოსახლეობას კანდიდატებთან?

 

ახალციხის მოსახლეობას წინასაარჩევნო პერიოდში საშუალება აქვს პოლიტიკურ პარტიებს ის კითხვები დაუსვას, რაც ყველაზე მეტად აწუხებს. ხშირ შემთხვევაში ადგილობრივები ისეთი პრობლემების მოგვარებას ითხოვენ, როგორიცაა უმუშევრობა, გაძვირებული ფასები პროდუქტებსა და მედიკამენტებზე, სესხის პროცენტის შემცირება, საკანალიზაციო სისტემის გაუმართაობა და სხვა.

კითხვაზე რომელი პრობლემის მოგვარებას სთხოვდნენ ისინი „მეცხრე არხის“ ეთერში მოწვეულ „ლელო საქართველოსთვის“ და „ნინო ბურჯანაძე - ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის“ პარტიებს, მოსახლეობამ ყურადღება სწორედ ჩამოთვლილ პრობლემაზე გაამახვილა.

შეგახსენებთ, რომ ამ პარტიებს სამცხისა და ჯავახეთის მაჟორიტარულ ოლქში კანდიდატები არ ჰყავთ, თუმცა არჩევნებში მონაწილეობენ და პარლამენტში მოხვედრას პროპორციული სისტემით ცდილობენ.

| Print |