ხალხის აზრით
როგორია განათლების დონე საქართველოში?
არაერთი კვლევის მიხედვით, საქართველო ევროპულ სახელმწიფოებს განათლების დონით მკვეთრად ჩამორჩება. მსოფლიო ბანკის სტატისტიკის თანახმად, ბავშვები სკოლაში 4 წელსა და ექვს თვეს კარგავენ.

ახალციხეში გამოკითხული მოსახლეობის ნაწილი ამბობს, რომ ქვეყანაში ადრე 9 კლასი იყო, განათლების დონე კი - ბევრად მაღალი. ადგილობრივების აზრით, განათლების სისტემაში ძირეული ცვლილებებია შესატანი: თავდაპირველად მასწავლებლები უნდა გადამზადდნენ, შეიცვლოს სახელმძღვანელოები და სწავლის პროცესი უფრო საინტერესო გახდეს.

| Print |