რეგიონი
მთიან ყარაბაღში ჯავახეთიდან კიდევ სამი პირი დაიღუპა
მთიან ყარაბაღში, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის არსებულ კონფლიქტს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტიდან სამი პირი შეეწირა. ისაჰაკ ღარიბიანი, გაგიგ დრსოიანი და ვაჩაგან გინოსიანი წარმოშობით სოფელ განძიდან იყვნენ.

სომხეთში, კერძოდ სოფელ სასუნიკში დაბადებული 18 წლის ისაჰაკ ღარიბიანი სომხეთის შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა. სავალდებულო ჯარს იხდიდა ასევე 18 წლის გაგიგ დრსოიანიც. მათი მშობლები სოფელ განძიდან იყვნენ. 

35 ვაჩაგან გინოსიანი დედით განძელია. კონფლიქტის დაწყების შემდეგ იგი მოხალისეთა ჯგუფს შეუერთდა.

ამ დროის მონაცემებით, მთიან ყარაბაღში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს 9 ადამიანია დაღუპული, მათგან ზოგიერთი ჯავახეთში ცხოვრობდა, ნაწილს კი რეგიონთან წინაპრები აკავშირებდა.
| Print |