ხალხის აზრით
რას ფიქრობთ ინფიცირებული პირების სახლში მკურნალობაზე?
კორონავირუსის შემთხვევების მატებამ საკარანტინე სივრცების გადატვირთვა გამოიწვია. სამინისტროს გადაწყვეტილებით, ინფიცირებული პაციენტების ის ნაწილი, რომელთა მდგომარეობაც შედარებით მსუბუქია, მკურნალობას სასტუმროებში ან საკუთარ სახლებში გადიან.
თემასთან დაკავშირებით ახალციხეში გამოკითხული მოსახლეობის ნაწილი ფიქრობს, რომ სახლში მკურნალობა უკეთესია, რადგან ინფიცირებულები თავს ბევრად კომფორტულად და მშვიდად იგრძნობენ. მოსახლეობის მეორე ნაწილი ფიქრობს, რომ მკურნალობის პერიოდი ყველა მათგანმა საავადმყოფოში უნდა გაიაროს. ადგილობრივების აზრით, სამედიცინო დაწესებულებებში გართულებების დროს დროული ჩარევა მოხდება. ზოგიერთები ამ საკითხს სკეპტიკურად უყურებენ და ამბობენ რომ კორონავირუსი საერთოდ არ არსებობს.

| Print |