ხალხის აზრით
სწორია თუ არა პანდემიასთან ბრძოლაში პენსიონერი ექიმების ჩართვა?
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. დღის განმავლობაში ახალი შემთხვევების რიცხვი უკვე 3 000-ს აღწევს. მათ შორისაა სამედიცინო პერსონალიც. ინფიცირებულთა გაზრდილი რაოდენობის პარალელურად, უკვე პრობლემა ხდება საწოლფონდებისა და სპეციალისტების სიმცირე. ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, პანდემიასთან საბრძოლველად მოქმედ ექიმებს პენსიონერი მედიკოსები დაეხმარებიან.

რამდენად სწორია პენსიონერი ექიმების ჩართვა პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში, იმ ფონზე, როდესაც ისინი სწორედ რისკ–ჯგუფს წარმოადგენენ? – მოხდა თუ არა ჯანდაცვის სამინისტროში ამ მნიშვნელოვანი დეტალის განხილვა, უცნობია.

მთავრობის გადაწყვეტილებას ახალციხელი მოსახლეობის ნაწილი პესიმისტურად უყურებს და შიშობს, რომ შესაძლოა, ამით უფრო მეტი დაინფიცირებული მედიკოსი მივიღოთ. ზოგიერთები კი რისკების მიუხედავად, მზად არიან ექიმებს დახმარება გაუწიონ.

| Print |