ხალხის აზრით
რატომ იზრდება COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა?
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების დღიურმა შემთხვევებმა 3000-ს გადააჭარბა. ბოლო რამდენიმე დღეა რეკორდული მაჩვენებელი ფიქსირდება სამცხე-ჯავახეთშიც. გაიზარდა COVID 19-ით გარდაცვლილთა რაოდენობაც. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე, ამ დიაგნოზით, საქართველოს მასშტაბით 636 ადამიანია გარდაცვლილი, მათგან სამცხე-ჯავახეთში - 9 პირია.
ახალციხეში გამოკითხული მოქალაქეების აზრით, კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდა მოსახლეობის დაუდევრობამ და დაწესებული რეგულაციების უგულვებელყოფამ გამოიწვია. გარდა ამისა, ადგილობრივების ნაწილი ფიქრობს, რომ ექიმები პაციენტებს სათანადო ყურადღებას არ აქცევენ. საზოგადოების გარკვეული ჯგუფი კი ირწმუნება, რომ კორონავირუსის შემთხვევების სტატისტიკა სინამდვილეს არ შეესაბამება და სახელმწიფო პანდემიას სათავისოდ იყენებს. ზოგიერთები კორონავირუსის შემთხვევების ზრდაში მთავრობას ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ პრობლემა ქვეყნის პირველ პირებს დროულად უნდა გადაეწყვიტათ.



| Print |