რეგიონი
მთიან ყარაბაღში გარდაცვლილი ჯარისკაცების სიას ახალქალაქში ყოველდღიურად ანახლებენ
მთიან ყარაბაღში სომხურ-აზერბაიჯანულ კონფლიქტს ჯავახეთიდან არაერთი სამხედო ჯარისკაცი და მოხალისე ემსხვერპლა.

Jnews-ის ინფორმაციით, ახალქალაქის წმინდა ჯვრის ეკლესიის ბაღში, წარმოშობით ჯავახი ჯარისკაცების სურათებს აგროვებენ. მათი რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება.

მთიან ყარაბაღში დაღუპული ჯარისკაცების სიას ჯავახეთის ახალგაზრდების ფონდი ანახლებს. ამ დროისათვის არებული სია ასე გამოიყურება:

  1. სიმონ ავაგიანი – ნინოწმინდის სოფელი სათხა
  2. მხითარ აღჯოიანი – 1964 წელს დაბადებული, ნინოწმინდის სოფელი დიდი არაქალი.
  3. აშოტ ჩობანიანი – 1978 წელს დაბადებული, ნინოწმინდის სოფელი ოროჯოლარი.
  4. გნელ ფიდანიანი – 1985 წელს დაბადებული, ახალქალაქის სოფელი გომანი.
  5. ვალენტინ ბურნუსუზიანი – 1985 წელს დაბადებული, ახალქალაქის სოფელი არაგვა.
  6. ვაჩაგან გინოსიანი – 1985 წელს დაბადებული, ნინოწმინდის სოფელი განძა.
  7. გევორგ ბერაკჩიანი – 1982 წელს დაბადებული, ახალქალაქის სოფელი ლომატურცხი.
  8. აშოტ თაზიანი – 1991 წელს დაბადებული, ახალქალაქის სოფელი ქარსეპი.
  9. არსენ კარაპეტიანი – 1998 წელს დაბადებული, ახალქალაქის სოფელი ბეჟანო.
  10. სურენ ვანციანი – 1996 წელს დაბადებული, ახალქალაქის სოფელი ბეჟანო.
  11. ალექსანდრე ფარმანიანი – 1996 წელს დაბადებული, ასპინძის რაიონი, სოფელი დამალა.
  12. ჰავანნეს აფოსიანი – 2000 წელს დაბადებული, ახალქალაქის სოფელი ბუღაშენი.
  13. ვაჰე ვარდანიანი – 2000 წელს დაბადებული, ახალქალაქის სოფელი კუმურდო.
  14. ალენ ვარდანიანი – 2001 წელს დაბადებული, ნინოწმინდის სოფელი მამწვარა.
  15. არსენ ეთოიანი – 2001 წელს დაბადებული, ახალქალაქის სოფელი ბუღაშენი.
  16. ისაჰაკ ღარიბიანი – 2001 წელს დაბადებული, ნინოწმინდის სოფელი განძა.
  17. არსენ სარგისიანი – 2001 წელს დაბადებული, ახალქალაქის სოფელი კარტიკამი.
  18. გაგიკ ბრსოიანი  2002 წელს დაბადებული, ნინოწმინდის სოფელი განძა.

Atv 12–ის ფოტო
| Print |