ხალხის აზრით
უქმე დღეების ეფექტი - რა შედეგი მოგვცა ორკვირიანმა დასვენებამ?
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ, 3-დან 15 იანვრის ჩათვლით გამოცხადებული უქმე დღეები დასრულდა. ამ პერიოდში არ მუშაობდა საჯარო და კერძო დაწესებულებები, გარდა ბანკებისა და სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებისა და სერვისებისა.
ახალციხელებს ვკითხეთ, რა შედეგი გამოიღო ორკვირიანმა დასვენების დღეებმა. მოსახლეობის ნაწილი ამბობს, რომ შეზღუდვების მოქმედების პარალელურად, კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობამ იკლო. ზოგიერთი ადგილობრივი კი ამბობს, რომ ამ პერიოდში ხალხი უმუშევრად და შესაბამისად - შემოსავლის გარეშე დარჩა.




გამოცემულია საქართველოს ღია საზოგადოების ფონდისა და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდისა და ცენტრის პოზიციას. შესაბამისად, ღია საზოგადოების ფონდი და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი არ არიან პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

| Print |