ხალხის აზრით
სურსათსა და მედიკამენტებზე გაზრდილი ფასები - მოქალაქეების ჯიბეზე ასახული რთული ყოველდღიურობა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ზეთი 23%-ით, თევზეული 9%-ით, რძის ნაწარმი 8%-ით, ხოლო პურპროდუქტები 7%-ით გაძვირდა.

ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში ფასები მომატებულია 8.8%-ით. გაძვირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის, ასევე ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების ქვეჯგუფები.

მოქალაქეებს ყველაზე მეტად, მედიკამენტებსა და ხშირად მოხმარებად პროდუქტებზე მომატებული ფასი აწუხებთ. ადგილობრივების თქმით, სურსათიდან განსაკუთრებით, ზეთის, ხორცის, შაქრისა და პურის ფასმა მოიმატა.



გამოცემულია საქართველოს ღია საზოგადოების ფონდისა და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდისა და ცენტრის პოზიციას. შესაბამისად, ღია საზოგადოების ფონდი და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი არ არიან პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

| Print |