ხალხის აზრით
რომელი შეზღუდვა უნდა მოიხსნას და რომელი დარჩეს ძალაში?
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში 1-ლი თებერვლიდან შეზღუდვების მოხსნა ეტაპობრივად დაიწყება. ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ თავდაპირველად სავაჭრო ობიექტები გაიხსნება. რაც შეეხება საქალაქთაშორისო მიმოსვლას - მთავრობის წევრების თქმით, სამარშუტო ტაქსების მუშაობა ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზეა დამოკიდებული.

რეგულაციების შემსუბუქებაზე ახალციხეში მოსახლეობის აზრი ორად იყოფა. „მეცხრე არხის“ მიერ გამოკითხულთა უმრავლესობა ფიქრობს, რომ გარკვეული შეზღუდვები უნდა მოიხსნას, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ აკრძალვების ძალაში დარჩენა მოქალაქეთა ჯანმრთელობის დაცვისთვის აუცილებელია.

ქვეყნის მაშტაბით, ორთვიანი შეზღუდვები 28 ნოემბრიდან ამოქმედდა. ამ ეტაპზე, ძალაშია ე.წ. კომენდანტის საათი. სავალდებულოა პირბადის გამოყენება როგორც ღია, ისე დახურულ სივრცეში; დახურულია რესტორნები და კვების ობიექტები; ქვეყნის მასშტაბით აკრძალულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება; დიდ ქალაქებში დაკეტილია სავაჭრო ობიექტები. კურორტებზე სასტუმროებს სტუმრების მიღება ეკრძალებათ.


მომზადებულია საქართველოს ღია საზოგადოების ფონდისა, და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდისა და ცენტრის პოზიციას. შესაბამისად, ღია საზოგადოების ფონდი და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი არ არიან პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
| Print |