ხალხის აზრით
"თუ ხალხს ერთმანეთთან მისვლა უნდა, ამას კომენდანტამდეც მოახერხებს" - უნდა მოქმედებდეს თუ არა ღამით გადაადგილების შეზღუდვა?
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პააატა იმნაძის თქმით, შეზღუდვებიდან ყველაზე ბოლოს კომენდანტის საათი მოიხსნება. თუმცა ვარაუდობს, რომ ღამით გადაადგილების შეზღუდვა, აპრილში აღარ იმოქმედებს.

კომენდანტის საათს სამოქალაქო აქტივისტები აპროტესტებენ. შეზღუდვას არ ეთანხმებიან სასურსათო მაღაზიის მეპატრონეებიც.

უშლის თუ არა ხელს კორონავირუსის გავრცელებას ღამით გადაადგილების შეზღუდვა - ეს კითხვა ახალციხეში მოსახლეობას დავუსვით. ადგილობრივების ნაწილი ამბობს, რომ კომენდანტის საათს ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე გავლენა არ აქვს. ადამიანები ერთმანეთთან მიმოსვლას მაინც ახერხებენ. მეორე ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ამ შეზღუდვის მოხსნა მთავრობის გადასაწყვეტია და ისინი ამ გადაწყვეტილებას დაემორჩილებიან. 

| Print |