ხალხის აზრით
„ჯობდა ხალხი საქართველოშივე დაესაქმებინათ“ - ახალციხელები გერმანიაში დასაქმების პროგრამაზე
საქართველოს მოქალაქეებისთვის გერმანიაში სეზონური სამუშაოები 1-ლი აპრილიდან დაიწყება. ლეგალური, სამთვიანი დასაქმებსთვის რეგისტრაცია 15 თებერვალს დაიწყო. ორ დღეში, ვებ-გვერდზე 60 000-მდე პირი დარეგისტრირდა.

ახალციხეში მოსახლეობას ვკითხეთ, არის თუ არა ხელსაყრელი საქართველოს მოქალაქეებისთვის შეთავაზებული პირობები. შეცვლის თუ არა მძიმე ფინანსურ ფონს საქართველოში.

მოსახლეობის ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ საქართველოს და გერმანიის ხელისუფლებას შორის გაფორმებული შეთახმება, გაჭირვებულ და შემოსავლის გარეშე მყოფ პირებს ეკონომიკური პრობლემების მოგვარებაში დაეხმარება. ადგილობრივების გარკვეულ ნაწილს პროგრამის ეფექტურობის არ სჯერა, ზოგიერთი კი საქართელოდან მუშახელის გადინებაზე წუხს. ისინი ამბობენ, რომ გერმანიაში დასაქმების შეთავაზების ნაცვლად, ხელისუფლებას საქართველოს მოქალაქეები საქართველოშივე უნდა დაესაქმებინა.



გამოცემულია საქართველოს ღია საზოგადოების ფონდისა და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდისა და ცენტრის პოზიციას. შესაბამისად, ღია საზოგადოების ფონდი და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი არ არიან პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
| Print |