ხალხის აზრით
რატომ არ იკეთებთ ვაქცინას?

 

არის თუ არა ვაქცინა უსაფრთხო? რომელი კომპანიის ნაწარმია სანდო? როგორ შეიქმნა ასე სწრაფად, ერთ წელში? რა გვერდითი მოვლენები აქვს? - ეს კითხვები მოსახლეობას საქართველოში ვაქცინაციის დაწყების შემდეგ აქვს. მას შემდეგ კი, როცა ახალციხეში ვაქცინაციის შემდეგ 28 წლის მედდას სავარაუდოდ, ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა და გარდაიცვალა. მოქალაქეები იმუნიზაციას უფრო მეტი სიფრთხილით ეკიდებიან. პროცესისა და ვაქცინის მიმართ უნდობლობა განსაკუთრებით, სამცხე-ჯავახეთში აქვთ. ამის გამო, 18 მარტის შემდეგ რეგიონში არავინ აცრილა.

რატომ არ იცრებიან მოქალაქეები - ეს კითხვა ადგილობრივებს ადიგენის სოფელ უდესა და ბოლაჯურში დავუსვით.

| Print |