ხალხის აზრით
როგორ აფასებთ რიონის ხეობაში მიმდინარე მოვლენებს?
რიონის ხეობის მცველებს, რომლებიც ნამახვანჰესის მშენებლობას აპროტესტებენ, სოლიდარობას უცხადებს სხვადასხვა ქალაქის მოსახლეობა. აქცია დაიგეგმა ახალციხეშიც.

თითქმის ექვსი თვეა მშვიდობიანი მოსახლეობა რიონის ხეობაში ტერიტორიის გასხვისებასა და ჰესის აშენებას აპროტესტებს.

ახალციხეში მოსახლეობას ვკითხეთ, რას ფიქრობენ ნამახვანის ჰესების კასკადზე, რომელიც 700 მილიონიანი უცხოური ინვესტიციაა. მოქალაქეების დიდი ნაწილი ამბობს, რომ მასშტაბური პროექტების განხორციელებისას, ადგილობრივების ინტერესები უნდა გაითვალისწინონ. ასევე უნდა შეფასდეს ის რისკები, რომელიც 430 მეგავატზე მეტი სიმძლავრის ჰესის მშენებლობას თან ახლავს.


| Print |