ხალხის აზრით
მთავრობა შეზღუდვების გამკაცრებას გეგმავს - ახალციხელები
იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებებაში ცვლილება შევიდა, რომლის თანახმად განისაზღვრა, ვის არ შეეხება 4 - 11 მაისს საქართველოს მასშტაბით გამოცხადებული უქმე დღეები.

უქმე დღეების გამოცხადებასთან დაკავშირებით ახალციხელებს ვკითხეთ, რამდენად სწორი გადაწყვეტილება მიიღო მთავრობამ და გამოიღებს თუ არა შედეგს ერთკვირიანი დასვენება.

საკითხთან დაკავშირებით მოსახლეობის აზრი ორად იყოფა. გამოკითხულთა ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ უქმე დღეების გამოცხადება სწორი გადაწყვეტილება იყო რადგან აღდგომის დღესასწაული მოდის და მოსახლეობა ხალხმრავალი შეკრებებისგან თავს შეიკავებს. 

მოსახლეობის მეორე ნაწილის აზრით, ეს გადაწყვეტილება არასწორია, რადგან ეკონომიკაზე უარყოფითად იმოქმედებს. ასევე, განათლება დისტანციურ სტილს დაუბრუნდება და მოსწავლეები და სტუდენტები ისევ პრობლემების წინაშე აღმოჩნდებიან. ხალხის აზრით მთავრობა შეზღუდვების გამკაცრებას გეგმავს და ერთკვირიანი უქმე დღეების გამოცხადების შემდეგ ნელ-ნელა რეგულაციებს ისევ გაამკაცრებს.

| Print |