ხალხის აზრით
აკრძალვების ფონზე, როგორ აღნიშნავთ აღდგომის დღესასწაულს?
მართლმადიდებლური სამყარო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ორ მაისს აღნიშნავს.

კორონავირუსის გავრცელების გამო, სამ მაისს, მიცვალებულთა მოხსენიების დღეს შეიზღუდა სასაფლაოებზე გასვლა. მთავრობის გადაწყვეტილებით, სასაფლაოებთან მისასვლელი გზები ჩაიკეტება.

ამის გამო, მოქალაქეები გასულ წლებთან შედარებით, „მოკრძალებულად“ მოემზადნენ. მოსახლეობის თქმით, ძირითადად შეიძინეს სიმბოლური პროდუქტი - პასქა და წითელი კვერცხი.

| Print |