ახალი ამბები
ტიკარაძის უწყება ექიმების მაქსიმალურ და მინიმალურ ხელფასებს ასაჯაროებს
"ანაზღაურების შედეგზე ორიენტირება და მოტივაციის მექანიზმებზე გადასვლა ეს ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია", - ეს განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის სამინისტროს 10-წლიანი გეგმის წარდგენისას გააკეთა. მინისტრმა ექიმების ანაზღაურებას შორის არსებულ დისბალანსზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო სხვადასხვა სფეროში სახელფასო ანაზღაურების მინიმალური ზღვარის განსაზღვრას შეეცდება, რათა ახალ თაობებს სხვადასხვა პროფესიაში შესვლის მოტივაცია გაუჩნდეთ.
„ჩვენ არ ვერევით იმაში თუ რა მაქსიმალური ანაზღაურება შეიძლება ჰქონდეს ექიმს, რადგან ექიმს ნამდვილად მაღალი ანაზღაურება უნდა ჰქონდეს, თუმცა რამდენად დაბალი ანაზღაურება არ შეიძლება ჰქონდეს ექიმს, ეს სამსჯელო თემაა, ვინაიდან ამას დარგის განადგურებისკენ მივყავართ. არის პროფესიები, სადაც მხოლოდ ერთი ექიმი გვყავს და ეს ექიმები ისეთ ასაკში არიან, რომ მათი მხრიდან ცოდნის მიღებაც შეუძლებელი ხდება. მნიშვნელოვანია, ახალგაზრდების წახალისება, რათა მათ იცოდნენ, რომ გარკვეული პროფესიის არჩევისას მათი სახელფასო ანაზღაურება დაცული იქნება“, - განაცხადა მინისტრმა.
ჯანდაცვის უწყების მიერ წარდგენილ პრეზენტაციაში პროფესიების მიხედვით ყოველთვიური სახელფასო ანაზღაურების მინიმალური და მაქსიმალური ანაზღაურებაა გაწერილი, რითიც მინისტრის მიერ სამედიცინო პროფესიებში არსებული დისბალანსია ნაჩვენები.
ინფოგრაფიკის მიხედვით, საქართველოში ყველაზე მაღალი ანაზღაურება პლასტიკურ და რეკონსტრუქციულ ქირურგიაში დასაქმებულ ექიმებს აქვთ. სამედიცინო პერსონალის ანაზღაურების ნაწილში ქვეყანაში არსებული უთანაბრობა და დისბალანსი კი ასე გამოიყურება:
გააზიარეთ :