ხალხის აზრით
როგორ აფასებთ მედიაზე განხორციელებულ ძალადობას?
ოთხმა ტელეკომპანიამ, რომლებსაც მაუწყებლობა 24 საათით ჰქონდა შეწყვეტილი, ეთერი განაახლა. "მთავარი არხის", "ფორმულას", "კავკასიასა" და "ტვ პირველის" პროტესტის მიზეზი ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება იყო, რომელიც 5 ივლისის აქციაზე ძალადობრივმა ჯგუფებმა სასტიკად სცემეს.

ლექსოს გარდა, აქციაზე დაშავდა 52 ჟურნალისტი.

ახალციხეში მოსახლეობას ვკითხეთ, მთავრობის მხრიდან რამდენად ადეკვატური პასუხი მოჰყვა მედიაზე განხორციელებულ ძალადობას. ადგილობრივების უმეტესობა ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობას მთავრობას აკისრებს.

| Print |