ხალხის აზრით
უსმენს თუ არა მთავრობა ხალხს?
არჩევნების მოახლოებისთანავე, თვითმმართველობის წარმომადგენლები მოსახლეობასთან შეხვედრებს უფრო ინტენსიურად მართავენ. მერობის და საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატები ამომრჩეველს ინფრასტრუქტურული და სოციალური პრობლემების მოგვარებას ჰპირდებიან. როგორც მოქალაქეები ამბობენ, უხვი დაპირებები პოლიტიკოსებისგან წინასაარჩევნოდ ესმით, შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში კი მათ თითქმის ვეღარ ხედავენ. პრობლემების დიდი ნაწილიც კვლავ მოსაგვარებელი რჩება.

უსმენს თუ არა მთავრობა ხალხს? - მოსახლეობის ნაწილი ამბობს, რომ ადგილობრივი ხელისუფლება შეძლებისდაგვარად ზრუნავს მოქალაქეებზე, ნაწილი კი აცხადებს, რომ მათი და ხელისუფლების ინტერესები ერთმანეთს არ ემთხვევა. ამას მოწმობს გართულებული ცხოვრება და ეკონომიკური კრიზისი, რომელიც ქვეყანაში თანდათან უფრო ღრმავდება.

| Print |