ხალხის აზრით
რა პრობლემებს გიქმნით ახალი შეზღუდვები?
ახალი რეგულაციებიდან მოქალაქეებისთვის ყველაზე რთული, მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის აკრძალვა აღმოჩნდა. მოსახლეობა წუხს, რომ სოფლიდან ქალაქში ისედაც გადაუდებელი საჭიროების გამო ჩამოდიან, ახლა კი სამარშრუტო ტაქსების გაჩერება დიდ პრობლემებს შეუქმნით.

მოქალაქეები ამბობენ, რომ გადაადგილებისთვის გაცილებით მეტი თანხა დაეხარჯებათ, რადგან ტაქსით სარგებლობა მოუწევთ ეს კი, ისედაც მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქეების ყოფას, კიდევ უფრო დაამძიმებს.

ნახეთ, რა ძირითადი პრობლემების წინაშე აღმოჩნდნენ მოქალაქეები.

| Print |