ხალხის აზრით
რატომ არ იცრებიან კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით სამცხე-ჯავახეთში?
კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება, ვაქცინაციის მსურველთა რიცხვი კი კვლავ დაბალია. ყველაზე ცოტა აცრილი სამცხე-ჯავახეთშია. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, სხვა რეგიონებთან შედარებით, სამცხე-ჯავახეთში იმუნიზაციის ყველაზე ნაკლები მსურველია.

მოსახლეობას ვკითხეთ - რა არის დაბალი აქტივობის მიზეზი. ადგილობრივების ნაწილი ამბობს, რომ ვაქცინის მუშაობის შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია არ აქვთ, მეორე ნაწილის თქმით, სოფლიდან ადმინისტრაციულ ცენტრებში ჩასვლა უჭირთ, ამიტომ იმუნიზაციის კაბინეტები სოფლადაც უნდა გაიხსნას.

| Print |