ხალხის აზრით
გაზრდის თუ არა ლატარია „აიცერი და მოიგე“ ვაქცინის მსურველთა რაოდენობას?
დღეიდან, 13 სექტემბრიდან ვაქცინაციის პოპულარიზაციის მიზნით, აცრილებისთვის ყოველდღიური გათამაშება იწყება. ლატარიის პირობების მიხედვით, გამარჯვებული შემთხვევითობის პრინციპით გამოვლინდება. ჯამური საპრიზო ფონდი 2 800 000 ლარია.

წაახალისებს თუ არა ლატარია ვაქცინაციას - ეს კითხვა ახალციხეში მოქალაქეებს დავუსვით. ადგილობრივების ნაწილი ფიქრობს, რომ აცრის მსურველთა რაოდენობა გაიზრდება, ნაწილი კი ამბობს, რომ ხელისუფლებამ ანტივაქსერების მოზიდვა ამ ხრიკით გადაწყვიტა.

13 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში სულ ჩატარებულია 1 507 986 აცრა.

სრულად ვაქცინირებულია 605 529 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 21.2%.

ერთი დოზით ვაქცინირებულია 902 457 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 31.6%.

| Print |