ხალხის აზრით
ვინ და რატომ უსმენს სასულიერო პირებს და მედიას?
ვის ინტერესებში შედის წინასაარჩევნო პერიოდში უკანონო მიყურადების ამსახველი დოკუმენტების გასაჯაროება - ახალციხეში მოსახლეობის აზრი ორად იყოფა. ადგილობრივების ნაწილი ფიქრობს, რომ ამის უკან ხელისუფლება დგას, ნაწილი კი ოპოზიციას მიიჩნევს, რომ ამაში ოპოზიციის ხელი ურევია.

მოქალაქეების დიდ ნაწილს მიაჩნია, რომ ამ საკითხზე აზრის დაფიქსირება პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობას ნიშნავს, ამიტომ კომენტარისგან თავს იკავებენ.

ამის მიუხედავად, ყველა თანხმდება, რომ ათასობით ადამიანის უკანონოდ მოსმენა დანაშაულია.

| Print |