ხალხის აზრით
როგორ გარემოში ჩაიარა თვითმმართველობის არჩევნებმა?
საარჩევნო უბნებთან მობილიზებული არაუფლებამოსილი პირები, ამომრჩევლის აღრიცხვის და სავარაუდო მოსყიდვის შემთხვევები - ეს დარღვევები კენჭისყრის დღეს ჩვენმა ვიდეოკამერებმა დააფიქსირეს. ამის მიუხედავად, მოქალაქეების უმეტესობა ამბობს, რომ ხმის მიცემის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა და არც რაიმე სახის დარღვევა შეუნიშნავთ.

ორ ოქტომბერს არაერთი საჩივარი დაიწერა საარჩევნო უბნებზე. საოლქო კომისიაში კი მხოლოდ ერთი განცხადება შევიდა.

თვითმმართველობის არჩევნებში პარტია „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა ირაკლი ლაზარაშვილმა პირველივე ტურში გაიმარჯვა და ხმების 57% აიღო.

| Print |