ხალხის აზრით
რა უნდა გააკეთოს ახალციხეში ახალარჩეულმა თვითმმართველობამ?
ახალციხის მუნიციპალიტეტის ახალარჩეული მერი და დეპუტატები საქმიანობას ერთ თვეში შეუდგებიან. ადგილობრივ ხელისუფლებას ოთხი წელი ექნება, რომ მოსახლეობის ცხოვრების დონე გააუმჯობესოს და მუნიციპალიტეტში პრობლემების რაოდენობა შეამციროს.

მოსახლეობა ამბობს, რომ პრობლემები ბევრია, თუმცა მათ შორის არის ისეთები, რომლებზე მუშაობაც დაუყოვნებლივ უნდა დაიწყონ.

ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, სამუშაო ადგილების შექმნა, ქალაქში საპარკინგე ადგილების და საბავშვო სივრცეების მოწყობა - ადგილობრივები ამბობენ, რომ ხალხის მიერ არჩეულმა მერმა და საკრებულოს დეპუტატებმა პრიორიტეტად ეს საკითხები უნდა აქციონ.

| Print |