ხალხის აზრით
როგორ აფასებთ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებას და პატიმრობას?
საქართველოს მესამე პრეზიდენტის შიმშილობის მეათე დღეს, მკურნალი ექიმი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულდა. ნიკოლოზ ყიფშიძის ამ განცხადებას პენიტენციურმა სამსახურმა უპასუხა.

„მიხეილ სააკაშვილი იღებს დანიშნულ მედიკამენტებს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისათვის დამაკმაყოფილებელია. სასიცოცხლო მაჩვენებლები არის ნორმაში. როგორც მოშიმშილე, მიხეილ სააკაშვილი მუდმივად იმყოფება სამედიცინო პერსონალის დაკვირვების ქვეშ".

ექსპრეზიდენტი საქართველოში რვა წლის შემდეგ დაბრუნდა. როგორ აფასებენ სააკაშვილის გამოჩენას არჩევნებამდე ერთი დღით ადრე - ახალციხეში მოსახლეობას ვკითხეთ. ადგილობრივების ნაწილი ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტი სამართლიანად ისჯება, ნაწილს კი მიაჩნია, რომ ის პოლიტპატიმარია.

| Print |