ხალხის აზრით
სწრაფი თუ PCR - რომელი ტესტია სანდო?
„ხშირად კორონავირუსს PCR ტესტიც არ აჩვენებს“, - ამბობს ინფექციონისტი და კლინიკა "ნეოლაბის" კლინიკური განყოფილების გამგე. მაია ბუწაშვილის თქმით, საკმაოდ ხშირია სწრაფი და PCR ტესტირების შედეგად მიღებული ცრუ პასუხები. პირს, რომელსაც გააჩნია სიმპტომები - ხველება, სურდო, მაგრამ ტესტი უარყოფითია, ინფექციონისტი ურჩევს, რომ იზოლაციაში დარჩეს და სხვებს მოერიდოს.

რომელ ტესტს ენდობიან - სწრაფს თუ PCR-ს, ვკითხეთ ახალციხეში მოსახლეობას. მოქალაქეები ამბობენ, რომ მსგავსი შემთხვევების შესახებ ახლობლებისგან ხშირად სმენიათ, ნაწილი თავად იყო კოვიდპაციენტი, რომელსაც ტესტი ვირუსს არ უდასტურებდა. მათ უნდობლობას ძირითადად, სწრაფი, ანტიგენ ტესტები იწვევს.

| Print |