ხალხის აზრით
აპირებთ თუ არა გრიპის ვაქცინის გაკეთებას?
შემოდგომის მეორე ნახევარში სეზონური ვირუსების შემთხვევების რაოდენობა იმატებს. გრიპის პროფილაქტიკის მთავარ და ყველაზე ეფექტურ გზად ვაქცინაცია მიიჩნევა. ამ ეტაპზე, საქართველოში გრიპის 43 ათასი დოზა ვაქცინაა შემოსული, ქვეყანა კიდევ 150 ათასზე მეტ ვაქცინას უახლოეს პერიოდში ელოდება.

ჯანდაცვის უწყებამ განსაზღვრა, ვინ მიიღებს უფასოდ ვაქცინას პირველ ეტაპზე. ესენი არიან სკოლის პედაგოგები, ბაღის აღმზრდელები, შიდსის, დიაბეტის და C ჰეპატიტის დიაგნოზის მქონე ადამიანები, 60 წელს ზემოთ მოქალაქეები.

გრიპის ვაქცინებზე მუშაობა გასული საუკუნის 40-იანი წლებიდან დაიწყო და მას შემდეგ მისი შემადგენლობა ყოველწლიურად ახლდება.

ახალციხეში მოქალაქეებს ვკითხეთ, აპირებენ თუ არა გრიპის ვაქცინის გაკეთებას.

| Print |