ხალხის აზრით
როგორ ჩაიარა არჩევნების მეორე ტურმა?
შთამბეჭდავი გამარჯვება - ასე შეაფასა თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის შედეგები „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ. ოპოზიციური პარტიის წევრები კი ამბობენ, რომ მეორე ტურიც ისეთივე დარღვევებით წარიმართა, როგორც პირველი - ძალადობა, მოსყიდვა, დაშინება, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება.

მეორე ტური სამცხე-ჯავახეთის არც ერთ მუნიციპალიტეტში ჩატარებულა. რეგიონის მოსახლეობა კენჭისყრის დღეს მედიის საშუალებით ადევნებდა თვალს. მოქალაქეების ნაწილი ამბობს, რომ 30 ოქტომბერს რაიმე სახის დარღვევები არ შეუნიშნავთ, ამიტომ შედეგები დემოკრატიული და სამართლიანია, ნაწილი კი ამბობს, რომ საქართველოში სამართლიან გარემოში არჩევნების ჩატარება წლებია გამოწვევად რჩება.

| Print |