ხალხის აზრით
უნდა აიკრძალოს თუ არა ონლაინ კაზინოები?
უნდა დაუწესდეს თუ არა ონლაინ კაზინოებს შეზღუდვები, რომელიც საბოლოოდ მათ დახურვამდე მიგვიყვანს. პრემიერ-მინისტრის ინიციატივის შესახებ ახალციხეში მოქალაქეებს ვკითხეთ.

ადგილობრივების უმრავლესობა ამბობს, რომ ონლაინ კაზინოებს უფრო მეტი ზიანი მოაქვთ ახალგაზრდებისთვის, ვიდრე სარგებელი ქვეყნის ეკონომიკაში.

ზოგიერთი კი ფიქრობს, რომ შეზღუდვებით ბიზნესი დაზარალდება, რაც არასწორი ეკონომიკური გათვლაა.

არიან მოქალაქეები, რომლებიც სკეპტიკურად უყურებენ პრემიერის ინიციატივას და ამბობენ, რომ ხელისუფლება ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებს.

სათამაშო ბიზნესი ერთ-ერთი მზარდი და წარმატებული სფეროა საქართველოში.

| Print |