ხალხის აზრით
დასაქმება სოციალური დახმარების სანაცვლოდ - როგორ აფასებთ პრემიერის ინიციატივას?
საქართველოს პრემიერ-მინისტრი აპირებს, რომ შრომისუნარიან მოქალაქეებს სოციალური დახმარების ნაცვლად, სამუშაო ადგილები შესთავაზოს. ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, საქართველოში 600 000 სოციალურად დაუცველი მოქალაქეა, აქედან 200 000-ზე მეტი შრომისუნარიანი პირია. იმის შიშით, რომ სოციალური დახმარება არ შეუწყდეთ, მუშაობას არ იწყებენ.

როგორ აფასებენ მოქალაქეები პრემიერ-მინისტრის ინიციატივას, სოციალური დახმარების ნაცვლად სამუშაო ადგილების შეთავაზების შესახებ - ახალციხეში ამბობენ, რომ შრომისუნარიანმა მოქალაქემ სახელმწიფოს ხარჯზე არ უნდა იცხოვროს, თუმცა ადგილობრივების ნაწილი ფიქრობს, რომ გადაწყვეტილება არასწორია, რადგან დახმარების იმედად მყოფი მოქალაქეების ცხოვრება, სოციალური შემწეობის შეწყვეტის შემთხვევაში, უფრო დამძიმდება.

| Print |