რეგიონი
3+3 ფორმატის შეხვედრა მოსკოვში გაიმართება
ექვსეულის პლატფორმის, 3+3 ფორმატის ფარგლებში პირველი შეხვედრა მოსკოვში 10 დეკემბერს გაიმართება, - ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია თურქეთის საგარეო უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეების დონეზე გაიმართება და მასში მონაწილეობას თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის, რუსეთისა და ირანის წარმომადგენლები მიიღებენ. დაგეგმილ შეხვედრასთან დაკავშირებით კომენტარი სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმაც გააკეთა და აღნიშნა, რომ მას სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დაესწრება.

„უახლოეს დღეებში, თუ არ ვცდები 10 დეკემბერს, გაიმართება წინასწარი სხდომის მსგავსი შეხვედრა „3+3“ ან „3+2“ ფორმატში, სადაც სომხეთი მიიღებს მონაწილეობას საგარეო საქმეთა მოადგილის დონეზე. შეხვედრაზე განიხილება სამომავლო ქმედებები და გაგრძელებაზე ამ შეხვედრის შედეგებზე დაყრდნობით ვიფიქრებთ
,“ - აღნიშნა ფაშინიანმა.

შეგახსენებთ, ექვსეულის (რუსეთი, ირანი, თურქეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი და საქართველო) პლატფორმა, 3+3 ფორმატი, გულისხმობს რეგიონის ქვეყნების თანამშრომლობის ფორმატს და მისი შექმნის ინიციატივა თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს ეკუთვნის. საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ის ამ ფორმატში მონაწილეობას არ მიიღებს, რადგან ამ ფორმატში ჩართულია რუსეთი.
Facebook Twitter
სხვა სიახლეები
საინფორმაციო გამოშვება
რეგიონი
ამინდი
ახალციხე 20 °C
img
ახალქალაქი 16 °C
img
ასპინძა 28 °C
img
ადიგენი 20 °C
img
ბორჯომი 21 °C
img
თბილისი 27 °C
img
აბასთუმანი 18 °C
img
ბაკურიანი 14 °C
img
ნინოწმინდა 16 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
RUB
RUB
100
3.2024
TRY
TRY
1
0.2316
USD
USD
1
3.2054
AMD
AMD
1000
6.5879
კალენდარი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.