რეგიონი
რისი ექსპორტი გაიზარდა საქართველოდან სომხეთში
სომხეთში ექსპორტი გაიზარდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოდან აღნიშნულ ქვეყანაში 226,380 აშშ დოლარის პროდუქცია გავიდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში - 164,764 მლნ აშშ დოლარის.

რაც შეეხება იმპორტს, მიმდინარე წლის 11 თვეში საქართველომ სომხეთისგან 385,313 მლნ აშშ დოლარის პროდუქცია შეიძინა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი - 390,943 მლნ აშშ დოლარის.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ, ტოპ-10 პროდუქტს, რომელსაც ვყიდით და ვყიდულობთ სომხეთში.

2021 წლის 10 თვეში სომხეთიდან იმპორტირებული პროდუქტები:

მადნები და კონცენტრატები სპილენძის - 320, 796 მლნ აშშ დოლარი
ბოცები, ბოთლები და სხვა მინის ტევადობები - 12,843 მლნ აშშ დოლარი
სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს ან მისი შემცვლელებისაგან - 8,797 მლნ აშშ დოლარი
ნახევარფაბრიკატები ნახშირბადიანი ფოლადისგან - 8,666 მლნ აშშ დოლარი


ნაწარმი საქონლის ტრანსპორტირებისათვის ან მის შესაფუთად პლასტმასებისგან - 2,313 მლნ აშშ დოლარი
პლასტმასის სამშენებლო დეტალები, სხვა ადგილას დაუსახელებელი ან ჩაურთველი - 2,096 მლნ აშშ დოლარი
დაფასოებულისამკურნალო საშუალებები - 1,930 მლნ აშშ დოლარი
დაუმუშავებელი ალუმინი - 1,856 მლნ აშშ დოლარი
ძეხვი და ანალოგიური პროდუქტები ხორცის, ხორცის სუბპროდუქტების ან სისხლისაგან - 1,470 მლნ აშშ დოლარი
მადნები და კონცენტრატები ძვირფასი ლითონების - 1,437 მლნ აშშ დოლარი
2021 წლის 10 თვეში საქართველოდან სომხეთში ექსპორტირებული პროდუქტები:

ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80 მოც.%-ზე ნაკლები, სპირტიანი სასმელები - 10,165 მლნ აშშ დოლარი
ბულდოზერები, ავტოგრეიდერები, ექსკავატორები, სატკეპნი მანქანები და სხვა - 7,822 მლნ აშშ დოლარი
დაფასოებული სამკურნალო საშუალებები - 7,511 მლნ აშშ დოლარი
ფილები მერქან-ბურბუშელის - 7,167 მლნ აშშ დოლარი
ელექტროენერგია - 7,145 მლნ აშშ დოლარი


თხილი და სხვა კაკალი - 6,842 მლნ აშშ დოლარი
მეტალოკონსტრუქციები შავი ლითონებისგან და მათი ნაწილები - 6,653 მლნ აშშ დოლარი
კოპტონი და სხვა მყარი ნარჩენები, მიღებული სოიოს ზეთის ექსტრაჰირებისას - 6,240 მლნ აშშ დოლარი
ხორცი ღორის ახალი, გაცივებული ან გაყინული - 5,818 მლნ აშშ დოლარი
ხორცი და კვების სუბპროდუქტები შინაური ფრინველის, ახალი, გაცივებული ან გაყინული - 5,784 მლნ აშშ დოლარი.

ცნობისთვის, როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა, გვაქვს მზარდი სავაჭრო დინამიკა და სომხეთი ტოპ 10-ეულში ყოველთვის არის.

„საქართველოში 300-ზე მეტი კომპანია საქმიანობს, რომელიც სომხური კაპიტალით არის შექმნილი ან ერთობლივი საწარმოები არის. 2003 წლიდან მოყოლებული, ინვესტიციებიც ირიცხება სომხეთიდან და როგორც ინვესტორი, ჩვენთვის მნიშვნელოვანი სახელმწიფოა. ასევე ინტენსიური თანამშრომლობა გვაქვს სატრანსპორტო ლოგისტიკის სფეროში, სახმელეთო ტრანსპორტის მიმართულებით და აქ მზარდი დინამიკა გვაქვს.

ასევე ენერგეტიკის სფეროში არის დაგეგმილი ახალი პროექტები - მაღალი ძაბვის პროექტები, რომელიც არამხოლოდ ორ ქვეყანას შორის გააძლიერებს ელექტროენერგიის მიმოცვლას, არამედ ჩვენი სატრანზიტოდ გამოყენებაც შეეძლება სომხეთის გენერაციის ობიექტებს. აქედან გამომდინარე, ბევრი გვაქვს სასაუბრო და ეს კომისია იქნება კიდევ ერთი ნაბიჯი ჩვენი ეკონომიკური პარტნიორობის განმტკიცებისკენ“
, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა თურნავამ.
| Print |