ხალხის აზრით
როგორია თქვენი საახალწლო სუფრა?
კოვიდპანდემიის და მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის მიუხედავად, მოსახლეობამ საახალწლო სამზადისი მაინც დაიწყო. შესაძენი პროდუქტების სია ჩამოწერილია, ბიუჯეტი კი შეძლებისდაგვარად გათვალისწინებული.

მოქალაქეები ამბობენ, რომ 2022 წელს მოკრძალებულად შეხვდებიან. პროდუქტებზე ფასების მატებამ საახალწლო სუფრაზე კერძების რაოდენობა შეამცირა.

ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ საკვებს იმ ინგრედიენტების მიხედვით მოამზადებენ, რაც სახლში აქვთ.

| Print |