ხალხის აზრით
რატომ იკლო შობადობამ რეგიონში? - ახალციხელების მოსაზრებები
სამცხე-ჯავახეთში გარდაცვლილთა რაოდენობამ დაბადებულებს გადააჭარბა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წელს, რეგიონში მოსახლეობის რაოდენობამ 151 110 კაცი შეადგინა. 2019 და 2020 წლებში უფრო მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა. რეგიონში ბუნებრივი მატების ნაცვლად, მოსახლეობის კლება დაფიქსირდა.

საქსტატის მონაცემებით, 2019 წელს დაიბადა 1 904 ახალშობილი და გარდაიცვალა 1 945 პირი, 2020 წელს კი დაიბადა 1 912 და გარდაიცვალა 2 055.

ყველაზე მეტი ახალშობილი ახალქალაქის მუნიციპალიტეტს ჰყავდა - 551, ყველაზე ცოტა კი ასპინძას - 158 ახალშობილი.

საქსტატს 2021 წლის მონაცემები ჯერ არ გამოუქვეყნებია.

| Print |