ხალხის აზრით
"წავიდნენ ბაზარში და სახლში რას მიიტანენ ის დათვალონ" - ახალციხელები საარსებო მინიმუმზე
სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გასული თვის საარსებო მინიმუმი გამოთვალა. 2021 წლის დეკემბერში ეს თანხა 223.5 ლარს შეადგენდა, რაც 20 თეთრით ნაკლებია წინა თვის მაჩვენებელზე. საქსტატის გაანგარიშებით, მთელი თვე ეს თანხა უნდა იმყოფინოს ადამიანმა თავის გასატანად. აქედან უნდა შეიძინოს საკვები, მედიკამენტები, ყოველდღიური მოხმარების ნივთები და გადაიხადოს კომუნალური გადასახადები.

საქსტატი საარსებო მინიმუმის მაჩვენებლებს 2004 წლიდან მინიმალური სასურსათო კალათის მიხედვით ანგარიშობს. მასში 40 დასახელების პროდუქტი შედის. საარსებო მინიმუმის ღირებულებაში სასურსათო ხარჯების წილი 70%-ით, ხოლო არასასურსათო ხარჯების წილი 30%-ით განისაზღვრება.

| Print |