ხალხის აზრით
ვინ უნდა იყოს მერის მრჩეველთა საბჭოში?
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოში გაწევრიანების მსურველთა განცხადებების მიღება 19 თებერვლამდე მიმდინარეობს. თვითმმართველობა, სამოქალაქო სექტორთან ერთად, საბჭოში იწვევს ბიზნესის, მედიცინის, განათლების, კულტურის სფეროების, ასევე სხვადასხვა სოციალური ჯგუფების წარმომადგენლებს.

საბჭოს წევრობა შეუძლია ყველას, ვისაც სურს ჩაერთოს მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ან აქვს იდეები და რეკომენდაციები ადგილობრივი ხელისუფლებისთვის.

ახალციხეში მოსახლეობას ვკითხეთ, ვინ უნდა იყოს სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრი. ადგილობრივების თქმით, მთავრობასთან ერთად მუნიციპალიტეტის საჭიროებებზე გამოცდილმა და კომპეტენტურმა პირებმა უნდა იმსჯელონ.

| Print |