ხალხის აზრით
როგორ შეუძლია საქართველოს უკრაინის დახმარება?
სურსათი, მედიკამენტები, ტანსცმელი თუ მოხალისეების ჩართვა? - როგორ შეიძლება საქართველო ომში ჩაბმულ უკრაინას დაეხმაროს? ახალციხეში ამბობენ, რომ რუსეთის აგრესიის პირისპირ დარჩენილ ქვეყანას მხარდაჭერა დროულად და ეფექტურად უნდა გამოვუცხადოთ.

ამის გარდა, მოსახლეობის აზრით, უკრაინელებისთვის ახლა მნიშვნელოვანია მორალური მხარდაჭერა იმ ქვეყნისგან, რომელსაც რუსეთი თავს 2008 წელს დაესხა.

ადგილობრივების ნაწილი იწუნებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოზომილ განცხადებებს და მას ხალხის პოზიციად არ აღიქვამს, ზოგი კი თვლის რომ მთავრობის არგაღიზიანების პოლიტიკა ოკუპირებული ქვეყნისთვის სწორი ნაბიჯია.

მოქალაქეები ამბობენ, რომ უკრაინას და საქართველოს საერთო მტერი ჰყავს და არც წლების განმავლობაში გამოვლენილი უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა უნდა დაგვავიწყდეს.

| Print |