ხალხის აზრით
რატომ დაიწყო მოსახლეობამ პროდუქტების მომარაგება - რა აშინებთ ახალციხელებს?
ისევე როგორც მთელ ქვეყანაში, პირველადი მოხმარების პროდუქტის მომარაგება ახალციხეშიც დაიწყეს. მოთხოვნა გაიზარდა ისეთ პროდუქტებზე, როგორიცაა ზეთი, ფქვილი, შაქარი, მარილი და წიწიბურა. სავაჭრო ობიექტებში ამბობენ, რომ პანიკა რუსეთ-უკრაინის ომმა გამოიწვია. მოქალაქეები ფიქრობენ, რომ ისეთი პროდუქტების დეფიციტი შეიქმნება, რომლებიც ამ ორი ქვეყნიდან შემოდის. ამის გარდა, ფასები გაიზარდა სურსათზე, რომელზე მოთხოვნამაც ბოლო ორი დღეა მოიმატა.

უკრაინის მთავრობამ ჭვავის, ქერის, წიწიბურას, ფეტვის, შაქრის, მარილისა და ხორცის ექსპორტი წლის ბოლომდე აკრძალა. ამის შესახებ დადგენილება უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა დღეს მიიღო.

რუსული მედიით ცნობილი ხდება, რომ ვლადიმერ პუტინმა გასცა ბრძანება, რომელიც 2022 წელს რუსეთიდან გარკვეული პროდუქტებისა და ნედლეულის ექსპორტის და იმპორტის შეზღუდვას ან აკრძალვას გულისხმობს. ამ პროდუქტების სია რუსეთის მთავრობამ უნდა განსაზღვროს. მთავრობამ, ასევე, ორი დღის განმავლობაში უნდა შეადგინოს იმ ქვეყნების სია, რომლებსაც ეს გადაწყვეტილება შეეხებათ.


ასევე ნახეთ: 

| Print |