ხალხის აზრით
რაზე იქონია გავლენა საწვავის გაძვირებამ?
საქართველოში ყველაზე იაფი და დაბალი ხარისხის საწვავის ღირებულება 3 ლარი და 71 თეთრია. ბენზინგასამართ სადგურებზე ნავთობპროდუქტის ფასი ყოველდღიურად იცვლება. საწვავის გაძვირება რამდენიმე დღეში აისახა სურსათის ფასებზე, გაძვირდა საქალაქთაშორისო მგზავრობაც. მოქალაქეები ამბობენ, რომ ცხოვრება სულ უფრო უჭირთ.

საწვავის ფასის მკვეთრ მატებაზე გავლენა იქონია მსოფლიოში განვითარებულმა მოვლენებმა. ადგილობრივები შიშობენ, რომ ნავთობპროდუქტის ფასმა შესაძლოა, კიდევ მოიმატოს, რაც მათ ყოფას კიდევ უფრო გაართულებს. ფერმერები საგაზაფხულო სამუშაოების დასაწყებად ემზადებიან, გაძვირებული საწვავი კი სოფლად მცხოვრებ მოქალაქეებს ხვნა-თესვაში უშლის ხელს.


ასევე ნახეთ:

| Print |