ხალხის აზრით
ვინ ისარგებლა გაიაფებული წამლებით?
თურქეთიდან იმპორტირებული პრეპარატების სია გაფართოვდა. 45-მდე დასახელების მედიკამენტის შეძენა საქართველოს მოსახლეობას უკვე ოთხ დიდ სააფთიაქო ქსელში შეუძლია.

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, იაფი მედიკამენტები „ფარმადეპო“-ს, „GPC”-ს „ავერსი“-სა და „PSP“-ს ქსელშია ხელმისაწვდომი. იგივე მედიკამენტი ხელმისაწვდომია „ფარმსახლი“-ს სააფთიაქო ქსელშიც.

პრემიერ- მინისტრის თქმით, თურქეთიდან წამლების შემოტანა იანვრიდან დაიწყო და უმეტეს შემთხვევაში მედიკამენტებზე ფასები 60-დან 80%-მდე არის შემცირებული. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ყველა წამალი, რომელიც ქვეყანაში შემოვიდა მაღალი ხარისხის არის. ისარგებლეს თუ არა იაფი წამლებით ახალციხელებმა, ეს კითხვა მეცხრე არხმა ადგილობრივებს დაუსვა.

| Print |