ხალხის აზრით
წარმოადგენს თუ არა საფრთხეს რუსეთის მოქალაქეების შემოსვლა საქართველოში?
მას შემდეგ, რაც პუტინის ხელისუფლებამ უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, რუსეთს სულ უფრო მეტი მოქალაქე ტოვებს. აღნიშნულის მიზეზებს შორის, ერთი მხრივ, რუსეთის შიგნით განსხვავებული აზრის გაძლიერებული დევნა და შესაძლო საომარი მდგომარეობისადმი შიში, მეორე მხრივ კი დასავლური სანქციების მძიმე ეკონომიკურ შედეგებზე თავის არიდება სახელდება.

ქვეყნის დატოვების მსურველი არაერთი ადამიანი ბოლო ან დროებით გაჩერებად რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნებს, მათ შორის, საქართველოს ირჩევს. რიგ შემთხვევებში, უძრავ ქონებაზე მოთხოვნა გაზრდილია, ისევე როგორც იმ რეისების ბილეთების ფასები, რომელთა მეშვეობითაც რუსებს საქართველოში მოხვედრა სურთ.

ამ ფონზე, ახალციხელების აზრი რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით არაერთგვაროვანია. წარმოადგენს თუ არა ეს ვითარება საფრთხეს სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის და როგორ უნდა უპასუხოს ხელისუფლებამ პოტენციურ გამოწვევას - "მეცხრე არხმა" ადგილობრივები გამოკითხა.

| Print |