ხალხის აზრით
როგორ იმოქმედა რუსეთ-უკრაინის ომმა საქართველოზე?
უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებულ ფართომასშტაბიან ომში, რუსეთის ყველაზე გამოკვეთილ მოკავშირედ ბელარუსი რჩება. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ უკრაინაში ამჟამად მიმდინარე მოვლენებს საფუძვლად უდევს „ნატოს პროვოკაციები“. ირანი არ ამართლებს საომარ მოქმედებებს, თუმცა ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს როგორც რუსეთს, ასევე უკრაინას.

თურქეთის პრეზიდენტის თქმით, „თურქეთი გმობს და მიუღებლად მიიჩნევს რუსეთის სამხედრო ოპერაციას უკრაინის წინააღმდეგ“.

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ერევანი მხარს უჭერს „ორ მეგობარ ქვეყანას შორის პრობლემების დარეგულირებას, მოლაპარაკებებისა და დიპლომატიის გზით“ და ეს უნდა მოხდეს „საერთაშორისო სამართლისა და გაეროს წესდების შესაბამისად“.

ყაზახეთის სენატის სპიკერი ამბობს, რომ ოდეკაბეს სამშვიდობო ჯარების გამოყენება მხოლოდ ხელშეკრულების წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე შეუძლია.

მოსკოვის ლიდერობით შექმნილი სამხედრო ორგანიზაციის წევრები არიან რუსეთი, სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი. რა პოზიციები აქვთ სხვა ქვეყნებს რეგიონში და მათ შორის - საქართველოს უშუალო სამეზობლოში, რას შეცვლის ეს ომი ჩვენს ქვეყანაში და როგორია ახალციხელების მოსაზრებები - "მეცხრე არხმა" ადგილობრივები გამოკითხა.


ასევე ნახეთ:

| Print |