ხალხის აზრით
რა პრობლემები შექმნა გაძვირებულმა ცხოვრებამ სოფელში?
საქართველოში საწვავის ფასი ოთხ ლარს გასცდა, ექსპერტები მოსალოდნელ კრიზისზე ამახვილებენ ყურადღებას, სოფლის მოსახლეობა კი შიშობს, რომ გაძვირებული საწვავის გამო მიწების სრულად დამუშავებას ვეღარ შეძლებს. ნავთობპროდუქტებზე ფასების ზრდა გარკვეულწილად კიდევ გაიზრდება.

თუმცა ეს არ მოხდება ერთ დღეში, ეს ეტაპობრივად მოხდება - ამბობენ ნავთობიმპორტიორები. მიუხედავად ლარის კურსის გამყარებისა, საქართველოს საცალო ქსელებში მაინც ფასების მატებას პროგნოზირებენ. სოფლის მაცხოვრებლები კი ამბობენ, რომ ხელისუფლების დახმარების გარეშე მიწების დამუშავება გაუჭირდებათ.

| Print |