ხალხის აზრით
რატომ მიდიან საქართველოდან ემიგრაციაში?

საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 688.600 ადამიანი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1%-ით ნაკლებია. ამავე მონაცემების მიხედვით, 2021 წელს, საქართველო 99 974 ადამიანმა დატოვა, რაც წინა წელთან შედარებით 34.6 პროცენტით მეტია. ქვეყანაში დაბრუნებულთა რაოდენობა გაცილებით ნაკლებია. 2021 წელს 53.4% - იმიგრანტი, ხოლო 80.4% ემიგრანტი დაფიქსირდა.

რატომ მიდიან საქართველოს მოქალაქეები საზღვარგარეთ? - ამ კითხვით ახალციხის მოსახლეობას მივმართეთ. ადგილობრივები ამის მიზეზად ქვეყანაში არსებულ სოციალურ მდგომარეობასა და უმუშევრობას ასახელებენ.
| Print |