ხალხის აზრით
"დაშალეს, დაანგრიეს, კაცი არაა პატრონი" - ახალციხელები ცენტრალურ პარკზე

ტურისტული სეზონის გააქტიურების პარალელურად, ახალციხის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. დაზიანებული შიდა და ცენტრალური საავტომობილო გზების აღდგენაც ეტაპობრივად ხდება, რაც ზოგიერთი ახალციხელის უკმაყოფილებას იწვევს.

გამოკითხულთა ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები დროულია, მეორე ნაწილს კი ამორტიზებული პარკის ტერიტორია დისკომფორტს უქმნის.
| Print |