ხალხის აზრით
"ხდება მსოფლიოს ხელახალი გადანაწილება" - რას ფიქრობენ ახალციხელები რუსეთ-უკრაინის ომზე

რუსეთ- უკრაინის ომიდან 112 დღე გავიდა. სამეზობლოში მიმდინარე საომარი მოქმედებები საქართველოს უკვე შეეხო.

მოსახლეობის აზრით, ფასების ზრდა ფქვილსა და პურ-პროდუქტებზე სწორედ უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს უკავშირდება.

ომთან და მის შედეგებთან დაკავშირებით ახალციხელების პოზიცია ცალსახაა, ისინი ამბობენ, რომ გაძვირებული ფასები და შეჩერებული იმპორტი პასუხია არსებულ რეალობაზე. თუმცა ფიქრობენ, რომ ომს უკრაინა აუცილებლად მოიგებს, რასაც საქართველოსთვისაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
| Print |