ხალხის აზრით
"სანამ მე არ მოვკვდები იქამდე არავინ შეამოწმებს? " - რა იცის მოსახლეობამ ყირიმ-კონგოზე

სამცხე-ჯავახეთში, ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების შემთხვევების ზრდის პარალელურად, მოიმატა მოსახლეობის შიშმა ინფექციური დაავადების მიმართ. ადგილობრივები ამბობენ, რომ დაავადების შესახებ ინფორმაცია არ აქვთ, ამიტომ არ იციან რა გზებით გადადის ის ადამიანზე და როგორ უნდა დაიცვან უსაფრთხოების წესები.

ამასთან, ადგილობრივების დიდი ნაწილი, მათ შორის ფერმერებიც ამბობენ, რომ არ აქვთ ინფორმაცია, ხვდება თუ არა ინფექცია დაავადებული საქონლის რძის ნაწარმში ან ხორცში. ამაზე პასუხისმგებლობას სურსათს ეროვნულ სააგენტოს აკისრებენ. ამ უწყებამ უნდა გააკონტროლოს ბაზარი და ის ადგილები, სადაც ხორცი და რძის პროდუქტები იყიდება.
| Print |