რეგიონი
რუსებმა ხერსონის მერი გაიტაცეს
რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის მერი, იგორ კოლიხაევი გაიტაცეს. მერის მრჩეველი, გალინა ლიაშევსკაია წერს, რომ კოლიხაევი დღეს ერთ-ერთ მუნიციპალურ დაწესებულებაში მივიდა სადაც მუშაობდნენ ქალაქის აღმასკომის დარჩენილი თანამშრომლები და მანქანიდან გადმოსვლისთანავე შეიარაღებულმა გვარდიელებმა და სავარაუდოდ FSB-მ დააკავეს

"დარწმუნებული ვარ, კოლიხაევის დაკავება საოკუპაციო ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე უარს უკავშირდება. რამდენიმე დღის წინ კოლიხაევმა მიიღო წერილი „ახალდდანიშნული“ მერისგან. კოლიხაევი არ წავიდა. შეხვედრაზე უარის თქმის გამო კი დაჭერით დაემუქრა.

ჩვენ ყველას საფრთხეში ვართ. ყველაფერი თავდასხმის ქვეშაა"
- წერს ლიაშევსკაია და შიშობს, რომ კოლიხაევის სიცოცხლე საფრთხეშია. 

mtavari.tv
| Print |